LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურიის მოამბე“: სოფელ ნატანებში ქალი გარდაიცვალა, რომელიც მოხუც დედას უვლიდა – „გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ დიაბეტი გახდა. ვარაუდობენ, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო ვერ მივიდა“

191
გურია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა, რომელიც სახლში 85 წლის დედას უვლიდა.

დიდთოვლობის გამო, მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მიცვალებულთან მარტოა, მისვლას ვერ ახერხებენ.

ქალის გარდაცვალების მიზეზი კი სავარაუდოდ დიაბეტი გახდა. ვარაუდობენ, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო ვერ მივიდა, ან უშუქობის გამო, ტელეფონი ვერ დატენა და დარეკვაც ვერ მოახერხა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია „გურიის მოამბე“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გურიაში, დიდთოვლობას გუშინ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

magti 5g