თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯია“ ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობის გამო დაზიანებული მსუბუქი გადახურვის ლოკალური აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულდა, მოიხსნა დაზიანებული ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია თოვლის საფარისგან გაიწმინდა.
დღის ბოლოს ტერმინალი უკვე მზად იქნება მგზავრების შეუფერხებლად მისაღებად, თუმცა ფრენების აღდგენა დამოკიდებულია ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი მეტეოროლოგიური პირობებისა და ხილვადობის გათვალისწინებით იღებენ.
აღსანიშნავია, რომ „ტავ ჯორჯია“ ბათუმში აეროდრომის ტერიტორიას ინტენსიურად ასუფთავებს, რათა აეროპორტი მუდმივად იყოს მზად რეისების მისაღებად.