LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად… მინდა ჩემი საქართველოს ყველა კუთხეს მოგმართოთ, ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით“

282
ნინო წილოსანი

„ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს.

მისი განმარტებით, სტიქიის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. „ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, რომ ყველაზე მწვავე ვითარება გურიაშია, თუმცა სხვა რეგიონებშიც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა დიდთოვლობის გამო:

„ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში
რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მოხარული ვარ, რომ სტიქიის ზონაში, გურიაში ამ მომენტშიც იმყოფება პრემიერ-მინისტრი და მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში უდგას. იმედი მაქვს მალე გავუმკლავდებით მოცემულ მდგომარეობას  
გურიაში ყველაზე მწვავე, თუმცა სხვა რეგიონებშიც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა დიდთოვლობის გამო.

მინდა ჩემი საქართველოს ყველა კუთხეს მოგმართოთ, გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ ყველა თქვენს გვერდით ვართ. ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე

ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g