LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი გენიოსი გურულები, აჩვენეთ ეს მსოფლიოს! უფალმა გადმოხედოს ყველა დაზარალებულს“ – სახლის გადათოვლის პროცესში შესრულებული გურული სიმღერა და ლაშა ღლონტის რეაქცია

120
ლაშა ღლონტი

მეექვსე დღეა, საქართველოს დასავლეთ რეგიონებში მოსახლეობა დიდთოვლობას ებრძვის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, სადაც სტიქიამ მრავალი ადამიანი დააზარა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება უამრავი ვიდეო, თუ როგორ ცდილობენ მოქალაქეები დათოვლილი ბილიკების გაკვალვას, გზების თოვლისგან გაწმენდას და სახლების გადათოვლას.

დღეს ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც გურიაშია გადაღებული – მამაკაცი სახლის გადათოვლის პროცესში გურულ სიმღერას ასრულებს.

აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება მომღერალი ლაშა ღლონტი და წერს:

„ჩემი გენიოსი გურულები. აჩვენეთ ეს მსოფლიოს!!! აჩვენეთ!!!! გენიოსი. უფალმა გადმოხედოს ყველა დაზარალებულს“.

თოვლი გურიაში

„გურული სიმღერაა მისთვის ყველაფერი❤️🤗" ვიდეო: ლალი სამაყაშვილი #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025

ჩემი გენიოსი გურულები❤️❤️❤️❤️❤️აჩვენეთ ეს მსოფლიოს!!! აჩვენეეეთ!!!! გენიოსი❤️❤️❤️ უფალმა გადმოხედოს ყველა დაზარალებულს❤️❤️❤️❤️

Posted by Lasha Glonti on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g