LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტერ ფიშერი: „გერმანიის განათლების სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში“

134
პეტერ ფიშერი

„გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში – საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო.

ქართველებმა, რომელთაც გერმანული სტიპენდიებით გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ, ამ დანაკარგის შესახებ კარგად იციან.

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება. ასევე, ეს ჯერჯერობით არ ეხება ჩვენს სტიპენდიის პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს“, – აღნიშნავს საქართველოში გერმანიის ელჩი.

magti 5g