LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს – ეს არის რუსული ნარატივი“ – კაია კალასი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის განცხადებებზე

211
დონალდ ტრამპი კაია კალასი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი ნატო-ში გაერთიანებისკენ უკრაინის სწრაფვა იყო და რომ უკრაინას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება დაივიწყოს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი Agence France-Presse-თან ინტერვიუში ეხმაურება და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები „რუსეთის ნარატივების გამეორებაა“.

„ეს ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის რუსული ნარატივი, რომელიც არ უნდა „ვიყიდოთ“. რატომ ვართ ნატო-ში? იმიტომ, რომ რუსეთის გვეშინია. ერთადერთი, რაც ნამდვილად მუშაობს – უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც მუშაობს – არის ნატო-ს ქოლგა,” – აღნიშნა კალასმა Agence France-Presse-თან ინტერვიუში.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომაზე საუბრისას კალასმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა არ უნდა მიიღოს ის, რაც სურს.

„ჩემი კითხვაა, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რაც სურს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც მან უკვე გააკეთა – შეუტია უკრაინას, მოახდინა ტერიტორიის ანექსია, ტერიტორიის ოკუპაცია და ახლა დამატებით რაღაცის შეთავაზება? წარმოიდგინეთ, აქ, ამერიკაში, 11 სექტემბრის შემდეგ ოსამა ბინ ლადენთან რომ დამსხდარიყავით და გეთქვათ: „კარგი, კიდევ რა გინდა?“ ვგულისხმობ, რომ ეს წარმოუდგენელია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g