„მილანის მოდის კვირეულის“ ფარგლებში Fendi-ის ჩვენება გაიმართა, რომელსაც უამრავ ვარსკვლავთან ერთად Victoria’s Secret-ის ანგელოზი, ბიანკა ბალტიც დაესწრო.
ამ დღეს 40 წლის მოდელი შეუდარებლად გამოიყურებოდა „შიშველ კაბაში“. ჩვენებაზე ბიანკა შესანიშნავ ხასიათზე იყო და სიცოცხლის სიყვარულს ასხივებდა. მოგვიანებით შთამბეჭდავი ფოტო/ვიდეო მასალა მან „ინსტაგრამ“ გამომწერებს გაუზიარა.
ცნობისთვის, 40 წლის ლამაზმანმა საკვერცხეების სიმსივნე ცოტა ხნის წინ დაამარცხა და ახლა რემისიის ეტაპზეა. მან ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შესახებ განცხადება 27 იანვარს გაავრცელა და სიმსივნესთან ბრძოლის ურთულეს გზაზე ისაუბრა. მოდელმა თქვა ისიც, რომ სწორედ დიაგნოზის გამო, მას თანამშრომლობაზე ბევრმა კომპანიამ უარი განუცხადა.
სიმსივნესთან მებრძოლი ლამაზმანი – ბიანკა ბალტის პირველი ფოტოსესია ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ
ქიმიოთერაპიის დასრულებიდან ორ კვირაში, ულამაზესი ბიანკა ბალტი წითელ ხალიჩაზე დაბრუნდა




