LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე მიკვირს რატომ გინესების რეკორდების წიგნში არ შემიყვანეს… ისეთი კარგია, რომ 60 წლის ვხდები, ბევრმა მკითხა, „რა შეგრძნებაა“ – არაფერი, კიდევ ცოტა მომემატება პენსია…“: ფილარმონიაში ეკა კვალიაშვილის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

270
ეკა კვალიაშვილი

ფილარმონიაში ეკა კვალიაშვილის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება – ამის შესახებ მომღერალმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

ეკა კვალიაშვილი ამბობს, რომ პირველად წარდგება მაყურებლის წინაშე, როგორც კომპოზიტორი.

მომღერალი ამბობს, რომ მისთვის მაყურებლის წინაშე წარდგომა ძალიან ემოციურია. მან წინა საკონცერტო სამზადისის შესახებ ისაუბრა:

„ისეთი კარგია, რომ 60 წლის ვხდები, ბევრმა მკითხა, „რა შეგრძნებაა როცა 60 წლის ხდები“, ვამბობ, რომ არაფერი, კიდევ ცოტა მომემატება პენსია (იცინის)

რაც შეეხება საიუბილეო საღამოს, ჩემთან ერთად მონაწილეობას მიიღებს თემურ თათარაშვილი, პერფორმანსი მაქვს ჩაფიქრებული, ამაზე წინასწარ არ ვილაპარაკებ. საღამოში მიიღებს მონაწილეობას ჩემი შვილი – ნუკა…

წლის და 3 თვის ვიყავი ტელევიზიით რომ გამიყვანეს, ჩემს შვილიშვილს რომ ვუყურებ ამ ასაკში რამხელა იყო, მე მიკვირს რატომ გინესების რეკორდების წიგნში არ შემიყვანეს, რეპერტუარი მქონდა, თან გამართულად ვლაპარაკობდი“, – ამბობს მომღერალი

🔹ფილარმონიაში ეკა კვალიაშვილის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება 🔹 წლის და 3 თვის ვიყავი ტელევიზიით რომ გამიყვანეს 🔹 პირველად წარვდგები მაყურებლის წინაშე, როგორც კომპოზიტორი #ეკაკვალიაშვილი #დათოოქიტაშვილი

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on პარასკევი, 28 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g