LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს“ – როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები თეთრ სახლში გამართულ უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრას

314
მსოფლიო ლიდერები

მსოფლიო ლიდერები თეთრ სახლში გამართულ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ეხმაურებიან.

პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც იბრძვიან, არ შეიძლება დავიწყება ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„არის აგრესორი – რუსეთი. არის თავდასხმის ქვეშ მყოფი ხალხი – უკრაინა. ვფიქრობ, ყველანი მართლები ვიყავით, რომ დავეხმარეთ უკრაინას და სამი წლის წინ დავასანქცირეთ რუსეთი. ამის კეთებას ვაგრძელებთ და როდესაც ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპელებს, კანადელებს, იაპონელებსა და ბევრ სხვას.

ეს არის ეს, და მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც დახმარება გაწია. პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც დასაწყისიდანვე იბრძვიან, ვინაიდან ისინი საკუთარი ღირსებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი შვილებისთვისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. ეს მარტივი რაღაცებია, მაგრამ კარგია ისინი გვახსოვდეს ასეთ მომენტებში“, – განაცხადა მაკრონმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს, უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მუშაობენ უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„უკრაინა, ესპანეთი თქვენს გვერდითაა“, – წერს სანჩესი.

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ნაადრევად დასრულდა, გაუქმდა პრესკონფერენცია, ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა

ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს. „ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი […]

ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს, – ამის შესახებ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) კანცლერობის კანდიდატი, ფრიდრიხ მერცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს. ამ საშინელ ომში არასდროს არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი“, – წერს მერცი.

დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს

მედიასთან საუბრის ბოლოს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „ძალიან მადლობელი“ არ არის და ეს „დიდი სატელევიზიო მომენტი იქნება“.

თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, არასდროს არ ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი, – ამის შესახებ იდენტურ განცხადებებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ის საკუთარ გვერდებზე აქვეყნებენ.

„თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი.

არასდროს არ ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი.

გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – წერენ ფონ დერ ლაიენი, კოშტა და რობერტა მეცოლა.

დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს, ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„უკრაინა ევროპაა! გვერდში ვუდგავართ უკრაინას. გავზრდით უკრაინის დახმარებას, რათა მათ შეძლონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა.

დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ“, – წერს კალასი.

ცნობისთვის, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელესკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

magti 5g