LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყოველდღე ღმერთს მადლობას ვუხდი რომ გამხადა ღირსი მერქვას დედა…გილოცავთ ყველას მთელი არსებით“ – მარიამ მათიაშვილი მშობიარობის კადრებს გვიზიარებს

431
2025-03-03_01-31-39_198401

„სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი, რომელიც დედა ცოტა ხნის წინ გახდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და მშობიარობის საოცარ კადრებს გვიზიარებს.

„ყველაზე რთული და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში 21.01.2025 ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დედობა ყველაზე დიდი ბედნიერება იყო და სულ ვოცნებობდი ამაზე , დადგა ის ნანატრი დღეც , რისთვისაც ყოველდღე ღმერთს მადლობას ვუხდი რომ გამხადა ღირსი მერქვას დედა და მყავდეს საოცარი ნანატრი ღვთის საჩუქარი.

როდესაც გავიგე მისი არსებობის შესახებ დაიწყო ჩემი გაუთავებელი ფიქრი , შევძლებდი თუ არა ამხელა პასუხისმგებლობის ჩემს თავზე აღებას და ყოველდღე ამაზე ფიქრში ვათენებდი ღამეს , მაგრამ ეს 9 თვე არაფერი არ ყოფილა იმის ფონზე როდესაც პირველად გულზე დამაწვინეს და ვიგრძენი მისი გულისცემა , მაშინ გავიაზრე თუ რას ნიშნავს უსაზღვრო ბედნიერების და შიშის თანხვედრა იმ წამიდან დავიწყე ნერვიულობა შევძლებდი თუ არა ვყოფილიყავი მისთვის კარგი დედა , პასუხისმგებლობის შეგრძნება მახრჩობდა და საკუთარი გულისცემის ხმა მესმოდა, 40 დღე გავიდა დღემდე იგივე მდგომარეობაში ვარ, ვერ ვერევი ემოციებს, შიშს, ძალიან ბევრს ვფიქრობ ყველაფერზე ვნერვიულობ ( ხშირად უაზროდ) ვხვდები ამას ვიაზრებ მაგრამ თავს ვერ ვერევი , მოკლედ რომ
გავაგრძელო იფიქრებთ გავგიჟდი.
დედებო გმირები ხართ ეხლა გავიაზრე ყველაფერი (ალბათ ჯერ სად ვარ) რამხელა ნიჭია იყო დედა გილოცავთ ყველას მთელი არსებით ღმერთმა მოგცეთ ძალა და გამძლეობა!“, – წერს მარიამ მათიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g