LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედობის ეტალონი ხარ! შენ შეგიძლია იყო 500-ზე მეტი ბავშვის დედა, 500-ზე მეტი მშობლის დედა, იმედი და საყრდენი… შენი დედობა შემდგარია, შენი დედობა ისტორიას დაწერს!“, – გიორგი ჟორჟოლიანი დედა თინათინს „დედის დღეს“ ულოცავს

232
თინათინი - ბერი ანდრიას დედა

„დედის დღესთან“ დაკავშირებით, მარკეტერი, „ეპიზოდ დეველოპმენტის“ დამფუძნებელი გიორგი ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დედა თინათინთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.

როგორც გიორგი ჟორჟოლიანი წერს, თინათინი შემდგარი დედაა, რომელსაც შეუძლია 500-ზე მეტი ბავშვის და 500-ზე მეტი მშობლის დედა და მათი საყრდენი იყოს.

„ყველას დედა გმირია, ყველას დედა ძვირფასია…

1 კვირის წინ ვიდეოს ვუყურე, სადაც ამბობს 22 თებერვალი ძალიან მიჭირსო, ეს არის დღე, როდესაც ჩემს ტკივილს ხმამაღლა ვამბობო. ვინ იცის წლის განმავლობაში მის თავში რა ხდება, რამდენჯერ დაუყვირია მდუმარედ… ვინ იცის შენი ღიმილის უკან რა ხდება?! ვინ იცის დღეს როგორ უჭირს, როგორ უნდა ის ნაცნობი ხმით გაჟღერებული “დედა” გაიგონოს?!

დედობის ეტალონი ხარ, მილე! შენ შეგიძლია მხოლოდ იყო ასეთი დედა, 500-ზე მეტი ბავშვის დედა, 500-ზე მეტი მშობლის დედა, იმედი და საყრდენი…

თინათინი ბერი ანდრიას დედა, შენი დედობა შემდგარია, შენ ნამდვილი დედა ხარ, შენი დედობა ისტორიას დაწერს!“, – წერს გიორგი ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g