LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Land Cruiser 70 შახტებისთვის განკუთვნილ ელექტროქარად გადააქციეს

38

Toyota Land Cruiser 70 შახტებისთვის განკუთვნილ ელექტროქარად გადააქციეს. ავსტრალიურმა კომპანია Voltra-მ ძველი Land Cruiser-ის ბაზაზე ელექტრონული ყველგანმავალი ააწყო. ავტომობილი სპეციალური შეკვეთით დამზადდა და ის ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში ურანის მოსაპოვებლად უნდა გამოიყენონ.

მოდელი Toyota-ს სატვირთოს გადაკეთებულ ვარიანტს წარმოადგენს, მას 4,5 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავის ნაცვლად ელექტრო აგრეგატი აქვს და სტანდარტული გადაცემათა კოლოფიც აღარ აქვს. ელექტროქარმა 90 ძალის ელექტრონული ძრავი მიიღო და საჭიროების შემთხვევაში მას 141 ცხენის ძალის განვითარებაც შეუძლია. „კრუიზერს“ დამუხრუჭებისას ენერგიის განახლების სპეციალური სისტემაც დაუმონტაჟეს, რაც მოდელს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. თუმცა, მანამ სანამ მის გამოყენებას დაიწყებენ, ყველგანმავალს რამდენიმე ტესტის ჩაბარება მოუწევს. პროექტის მიზანი შახტებში მავნე გამონაბოლქვის შემცირება და უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები