„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, კოალიციის ლიდერები ბრიტანეთში იმყოფებიან კონკრეტული ამოცანებით, მათ შორის არის სანქციები და არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება.
„დღეს ბრიტანეთი პრაქტიკულად მსოფლიოს ეპიცენტრია, ევროპული „ლიდერშიფის“ უმნიშვნელოვანესი ადგილი. რასაც ბრიტანეთი და ევროპა ებრძვის, ამის ნაწილი საქართველოც არის, რადგან ძირი ყველა პრობლემის სწორედ რუსული სხვადასხვა ფორმის აგრესია და ჩარევაა.
ნიკა გვარამია: „მე და ზურაბ ჯაფარიძე მივფრინავთ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე – გვექნება წინადადებები და სია ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდნენ“
„მნიშვნელოვანია, გავცეთ პასუხი შეკითხვას – როგორ მივდივართ არჩევნებამდე, “
ნიკა გვარამიასა და გიორგი ვაშაძესთან ერთად ჩამოვედით ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით:
- პოლიტპატიმრები – გადავცემთ ოჯახის წევრების წერილს
- არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება
- ლეგიტიმური პრეზიდენტის და ოპოზიციის მხარდაჭერა
- სამოქალაქო სექტორის, მედიის და რეპრესირებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა
- სანქციები – კონკრეტული მასალებით
დღეს გვეწყება ორმხრივი შეხვედრები. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით“. – წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.
დღეს ბრიტანეთი პრაქტიკულად მსოფლიოს ეპიცენტრია, ევროპული ლიდერშიფის უმნიშვნელოვანესი ადგილი. რასაც ბრიტანეთი და ევროპა…
Posted by Helen Khoshtaria on Wednesday 5 March 2025