LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში პური ყველაზე ძვირი ისლანდიაში, ყველაზე იაფი კი ალჟირშია

106
პური

მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo პურის ფასის რეიტინგი განაახლა.

მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, 127 ქვეყანას შორის საქართველო 112-ე ადგილზეა. აქ 500 გრამიანი პური, საშუალოდ, 56 ცენტი ღირს.

რეიტინგიდან ირკვევა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის პური ყველაზე ძვირი (94 ცენტი) თურქეთშია, ყველაზე იაფი კი (43 ცენტი) – აზერბაიჯანში.

მსოფლიოში პური ყველაზე ძვირად – 3.75 დოლარად ისლანდიაში იყიდება. აღნიშნული პროდუქტი ყველაზე იაფი – 15 ცენტი ალჟირში ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g