LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე „MEGOBARI აქტზე“: „ძმაკაცობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ის ინიციირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არიან რიში და შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ“

136
არჩილ გორდულაძე

„MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიციირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არის ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ მიმართ „ასეთ შანტაჟს არანაირი აზრი არ აქვს“:

მამუკა მდინარაძე – „Deep State-ის რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს“

„MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიცირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არის ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ.

ამ ზიზღის ფონზე აინიცირებენ სხვადასხვა აქტს და ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში მართულ ჯაშუშებს და აგენტურას, რომ მერე ისაუბრონ ისევ ამ აქტზე თითქოს რაიმე ხდება და კატასტროფული მოვლენებია. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ღიმილის მომგვრელიც კი არ არის ასეთი აქტების მიღება.

გია ვოლსკი: „ჩვენ სერიოზული შეტევის ქვეშ ვართ, ასეთივე შეტევის ქვეშ არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია – ძალების სერიოზული კონცენტრაცია მიდის იმისათვის, რომ ახალი ადმინისტრაციის მშვიდობის განვითარების იდეა დამარცხდეს“

მისი თქმით, იმედი აქვს ჯო უილსონის მოწოდებები არ გაჭრის და „მისი უტოპიური იდეა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველო არის ირანის მოკავშირე, არ იქნება განვითარებული“.

პირიქით, ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა 6-ჯერ რომ მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საპატიო თავმჯდომარის და სამართალდამცავების სანქცირებას რომ მოითხოვენ, იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ასეთ აქტს, რომელზეც დაბეჭდილია.

მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ჩვენს მიმართ ასეთ შანტაჟებს არანაირი აზრი არ აქვს – დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ და თავიანთ საქმეს მიხედონ“, – განაცხადა გორდულაძემ.

ჯო უილსონი: ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს – ქართველი ხალხი არ დაშინდება

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას, „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, MEGOBARI Act-ი წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g