LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ინარჩუნებს

107
რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, რაც, დიდწილად, საერთაშორისო ბაზრებზე სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება, მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური რისკების სცენარი განიხილა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის არჩევა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 7 მაისს ჩატარდება.

magti 5g