სერია ა-მ რებრედინგი ჩაატარა და ლოგო შეცვალა. ხალხმა ვერ გაიგო.
ახალი სეზონის დაწყებამდე 10 დღით ადრე იტალიის სერია ა-მ ახალი ოფიციალური ლოგოტიპი წარადგინა.
ადრინდელი მრგვალი მოედანი ახლა ასო А-ს ქმნის. ლიგის სლოგანია: Appassionante, Avvincente, Adrenalinica (ამაღელვებელი, სულისშემკვრელი, ადრენალინით სავსე).
სიახლეს ცივად შეხვდნენ. ქსელში უამრავი საქილიკო კომენტარი გაჩნდა და მაგრადაც გააკრიტიკეს.
გარდა ამისა, სერია ა-მ ახალი ექაუნთები ჩაუშვა ტვიტერში, ინსტაგრამსა და ფეისბუქზე, თუმცა ძველ ტვიტერს მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავდა.
იტალიის ჩემპიონატი 18 აგვისტოს იღებს სტარტს. ორი მატჩია – „კიევო“-„იუვენტუსი“ და „ლაციო“-„ნაპოლი“.
პირველად 2011/12 წლების სეზონის შემდეგ იტალია ჩემპიონთა ლიგაზე 4 გუნდით იქნება წარმოდგენილი.