ეკა კახიანი რადიო ფორტუნას გადაცემაში „არტ ფმ“ საკუთარ კონცერტზე საუბრობს, რომელსაც სავარაუდოდ, 16 მაისს გამართავს.
ახლო მომავალში სოლოკონცერტის გამართვას ვგეგმავ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. გასულ წელს საიუბილეო წელი მქონდა, მაშინ მინდოდა კონცერტის გაკეთება, მაგრამ არ გამოვიდა და წელს გადავწყვიტე დანაკლისის ანაზღაურება. მართალია, ყოველთვის თავს ვიკავებ გრანდიოზული წარმოდგენებისგან, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე კონცერტის ფილარმონიაში გაკეთება, რაც პირველ რიგში, ნინის დამსახურებაა.
ლელა წურწუმიას ეკა კახიანმა დიდი ხნის დანაპირები აუსრულა: „ძალიან ლამაზი მუსიკალური ვიდეო გამოგვივიდა, რომელიც რატი დურგლიშვილის სახლში გადავიღეთ…“
რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ-FM“-ს ეკა კახიანი და ლელა წურწუმია სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „შენთან ერთად“ პრემიერით.
უამრავი სიმღერა დაგროვდა და ჩავთვალე, რომ მასშტაბური საღამოს მოწყობის დრო მოვიდა. სავარაუდოდ, კონცერტი 16 მაისს გაიმართება, ამიტომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. საღამოზე საავტორო სიმღერებთან ერთად მცირე ეპიზოდებიც შესრულდება ჩემი სპექტაკლებიდან.