LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაკურიანი საკურორტო ზონა აღარაა! – სუნთქვა არაა, ისე აბინძურებენ ჰაერს…“

87

ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, სადაც ჩივის, რომ ბაკურიანში ჰაერს სამშენებლო კომპანიების მანქანები აბინძურებენ. გთავაზობთ მის პოსტს.

„ბაკურიანში ორ წუთში ერთხელ დადიან დიდი სატვირთი ავტომანქანები სამშენებლო მასალებით დატვირთულები, ისე ხრჩოლავენ, რომ ნამწვის სუნი დგას მთელ დაბაში! ხომ შეიძლება, სამშენებლო კომპანიები საკურორტო ზონაში მაინც დაავალდებულონ, იყოლიონ გამართული ავტომანქანები?! თუ სამშენებლო კომპანიებს მატერიალურად უჭირთ?! სუნთქვა არაა – ისე აბინძურებენ ჰაერს. სამშენებლო მტვერი ხო თავისას შვრება, გადათხრილია თითქმის მთელი ტერიტორია. მეტიც – ბლოკები გადააქვთ ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე – უბრალოდ უწყვიათ!

ეს საკურორტო ზონა აღარაა!!!“

ნინო ხაჩიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები