LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2293
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური თევზების, მთვარე კი, სამართლიანი და პატიოსანი სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მოერიდეთ დავას და კამათს. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი კომპრომისების მოძიების გზით გადაწყვიტოთ.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მოთმინება პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ხელშეკრულებების და ფინანსური გარიგებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის და ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას. 

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, გიშერი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისთვის და მშვილდოსნისთვის.  ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები