საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთს არ ექნება უფლება, გადაწყვიტოს, განთავსდება თუ არა უცხოური ჯარები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.
„თუ უკრაინა ითხოვს მოკავშირე ძალების ყოფნას თავის ტერიტორიაზე, რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, დათანხმდეს ამას თუ არა“, – თქვა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ ნებისმიერი შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, შესაძლოა, გაგზავნონ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი საკვანძო პუნქტებში.