LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყის ხანძრების ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა – სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

111
სატყეო სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის ხანძრის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ტყის ხანძრის შემთხვევები დაფიქსირდა, რომელთა გამოწვევის შესაძლო მიზეზად სწორედ ადამიანთა დაუდევრობა განიხილება.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები – დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.

ნებისმიერი დაუდევრობა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდება, გამოიწვევს დაჯარიმებას. ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საქმეს შესაძლოა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭოს. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებით ტყის განადგურება – კანონი 4-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამწუხარო ფაქტია, რომ ტყის ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი, სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ადამიანის დაუდევრობაა“. – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებული და ლიკვიდირებულია“ – თამარ ბელქანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g