საქართველოს პარლამენტმა 85 ხმით, პირველი მოსმენით „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.
კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.
როგორც მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე გასაცემი მიკროკრედიტის ლიმიტი 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და ეროვნულ ბანკს, აღნიშნულ ცვლილებასთან მიმართებით, ენიჭება უფლებამოსილება ნორმატიული აქტით განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები მიკროკრედიტთან დაკავშირებით.
