LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა

148
მანუჩარ კაკოჩაშვილი

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა – ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

„2024 წლის 21 ივნისს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 2024 წლის 15 ივლისის განკარგულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა, კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ.

საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად, ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული დარღვევებით. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი.

გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და ჩატარებული გასაუბრებების შედეგად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის თაობაზე“, – ნათქვამია ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g