ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ სომხეთთან მატჩის შემდეგ „პირველ არხთან“ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, საერთოდ არ უგრძვნია, რომ გასვლით თამაშზე იყო, რადგან მოედანზე მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის ხმა ესმოდა.
„ბედნიერი ვარ, რომ თამაში მოვიგეთ. ზღვა ემოციები იყო ჩემთვის, მაგრამ არაფერი არ დამთავრებულა. საქმე ბოლომდეა მისაყვანი და დინამოზე დამაჯერებელი მოგება გვჭირდება. მერე ვიზეიმებთ. კაპიტნისგან რჩევები მივიღე და გამომადგა. საერთოდ არ მიგრძვნია, რომ გასვლით თამაშზე ვიყავით. მარტო ქართველი გულშემატკივრების ხმა მესმოდა მოედანზე, რადგან სტადიონი ქართველები ქომაგებით იყო სავსე. მათ ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი და ეს გამარჯვება პირველ რიგში მათ ეკუთვნით“, – ამბობს საბა გოგლიჩიძე.
ცნობისთვის, საქართველომ სომხეთს ანგარიშით 3:0 სძლია.