რომელია „წლის ავტომობილი“ – ავტომოყვარულებმა მთავარი პრეტენდენტები გამოავლინეს. კონკურსის ორგანიზატორებმა სიაში სულ 61 მოდელი მოახვედრეს და მათ შორისაა ახალთახალი – Mercedes-Benz GLE, Kia Ceed GT და ასევე Audi e-tron-იც, რომლის საჯარო პრემიერაც ჯერ კიდევ არ შემდგარა. გამარჯვებულებს სულ 5 კატეგორიაში გამოავლენენ და მათ მომავალი წლის შემოდგომაზე, ნიუ-იორკის ავტოსალონზე დააჯილდოებენ.
გარდა „წლის ავტომობილისა“ ჟიური ასევე „ყველაზე მდიდრულ ავტომობილს“, „წლის სპორტქარს“, „საუკეთესო მწვანე ავტომობილსა“ და „საუკეთესო საქალაქო ავტომობილსაც“ დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ყველაზე საპატიო წოდება Volvo XC60-მა მოიპოვა, დანარჩენი კატეგორიები კი Audi A8-მ, BMW M5-მა, Nissan Leaf-მა და Volkswagen Polo-მ მიიღეს. განსაკუთრებული დიზაინისთვის Range Rover Velar-იც გამოარჩიეს.