ირლანდიელი პილოტი საფრენ ბილიკს მიუახლოვდა, თუმცა ბოლო მომენტში თვითმფრინავის დასმა გადაიფიქრა. შემთხვევა დუბლინის აეროპორტში მოხდა.
Ryanair–ის ლაინერი ბრიუსელიდან მოფრინავდა და დანიშნულების ადგილამდე ჩაღწევა ძლიერი ქარისა და შტორმის გამო ვეღარ შეძლო. როგორც თვითმხილველთა მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, ხომალდი დაშვებას ცდილობდა, შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად უკან დაიხია და ფრენა განაგრძო. მოგვიანებით ყველაფერი მოგვარდა, თვითმფრინავი დაჯდა და შემთხვევას მსხვერპლიც არ მოყოლია, თუმცა მანამდე მგზავრებს ნამდვილი კოშმარის გადატანა მოუხდათ.