LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღით ადრე ტაქსის ნებართვა 8 ათასზე მეტმა მძღოლმა აიღო

12

ამ დროისთვის დედაქალაქში ტაქსის სერვისით მომსახურების 8 477 ნებართვაა გაცემული. ამის შესახებ თბილისის ტაქსის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა. მონაცემები ყოველწუთიერად იზრდება.

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად მხოლოდ სამი დღე აქვთ დარჩენილი, ვინაიდან დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ლიცენზიის გარეშე ტაქსის მომსახურების შემთხვევებზე მერიას მკაცრი რეაგირება ექნება.

ტაქსის ლიცენზიის ერთი წლის საფასური ჩვეულებრივი, შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის – 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის – 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის – უფასოა.

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები პრივილეგიებითაც ისარგებლებენ. კერძოდ, ქალაქში მათთვის პარკირებისთვის სპეციალური, უფასო ადგილები გამოიყოფა. გარდა ამისა, მათ საუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და იქიდან შემოსული თანხა მათი პირადი საკუთრება იქნება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, მათ უფასოდ გადაეცემათ.

ამასთან, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები