LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cadillac ნიუ-იორკს ტოვებს

164

ამერიკულ ლუქს-ბრენდს Cadillac თავისი შტაბ-ბინა დეტროიტის გარეუბანში გადააქვს. მასშტაბური გადაბარგება უახლოეს თვეებში დაიწყება და „კადილაკელებს“ ახალი გარემოს ათვისება 2019 წლის აპრილიდან მოუწევთ.

ახალი ოფისი General Motors-ის მთავარი ცენტრის სიახლოვეს განთავსდება, რაც კომპანიის სხვადასხვა დანაყოფის მუშაობისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება. არადა, კადილაკი ნიუ-იორკში სწორედ იმიტომ გადავიდა, რომ ლუქს ბრენდი, შედარებით „მდაბიო“ Chevrolet-ისა თუ GMC-ისგან მოშორებით ყოფილიყო. გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღეს, თუმცა წელს ბრენდს ტოპ-მენეჯერი შეეცვალა და როგორც ჩანს, ძველი შეხედულებებიც იცვლება. ახალმა დირექტორმა სტივ კარლაილმა გადაწყვიტა, რომ ბრენდი კვლავ უნდა გაერთიანდეს და მის ყველა დანაყოფს დეტროიტში აბრუნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Cadillac გარკვეულ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს, ეს პრივილეგია კი კონცერნის სხვა დანაყოფებს ნამდვილად არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შედეგებით, კადილაკმა მსოფლიოს მასშტაბით 356 467 ავტომობილის გაყიდვა შეძლო, ეს კი ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები