LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „კომისია ბოლომდე მოიძიებს მტკიცებულებებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გახდება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, გაუქმების საფუძველი“

147
გურამ მაჭარაშვილი

„კომისია ბოლომდე მოიძიებს მტკიცებულებებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გახდება საფუძველი „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, გაუქმების“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოებას და კომისიას კიდევ ერთხელ გვინდა, ვაჩვენოთ ის მაგალითები, რომლებიც ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობას“:

გიგა ბოკერია საგამოძიებო კომისიაზე: „წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეძახიან, რათა ყველა ერთ ქვაბში მონათლონ – კლოუნადაში მონაწილეობა არავინ უნდა მიიღო“

„ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე – ერთადერთი პასუხი ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა“

„ჩვენ გავდივართ აგვისტოს ომის საკითხებს, საზოგადოებას და კომისიას კიდევ ერთხელ გვინდა, ვაჩვენოთ ის მაგალითები, რომლებიც ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობას.

ნაწილი გამოკითხულია, ნაწილს კიდევ გამოვკითხავთ, რაც ეხება ძირითადად, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მათ პასუხისმგებლობას საომარ მოქმედებებში.

კომისია ბოლომდე მოიძიებს მტკიცებულებებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გახდება საფუძველი „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის გაუქმების”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ნიკა მელია: „გრიგოლ ვაშაძემ და თეა წულუკიანმა გამახსენეს 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები სააკაშვილთან, მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს“

„მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა და ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს“

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს. ამის შესახებ მედიასთან კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი სხდომის განსახილველი თემაც 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება. სხდომა 27 მარტს, 10:00 საათზე ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g