LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონის ექს-მეუღლე, ჯასტინ ტერუ გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, ახალ მეუღლესთან ერთად პირველად გამოჩნდა

170
page

თვის დასაწყისში, ჯენიფერ ენისტონის ყოფილი მეუღლე, ჯასტინ ტერუ დაქორწინდა. ამჯერად მისი რჩეული 30 წლის მსახიობი, ნიკოლ false ბლუმია. წყვილმა მარადიული სიყვარულის ფიცი მექსიკის კუნძულზე, სანაპიროზე დადო. პატარძალს ვიქტორია ბექჰემის დიზაინით შექმნილი უმშვენიერესი კაბა ამშვენებდა.

ჯასტინ ტერუმ ყოფილი მეუღლე, ჯენიფერ ენისტონი ქორწილში არ დაპატიჟა – ფოტოები საქორწინო ცერემონიალიდან

გრანდიოზული ქორწილის შემდეგ წყვილი პირველად გადაიღეს. მექსიკური ვოიაჟის შემდეგ ისინი ნიუ-იორკში, ხელიხელჩაკიდებული მისეირნობდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

ცნობისთვის, ენისტონი და ტერუ 2015-2017 წლებში იყვნენ დაქორწინებულები, ისინი დღემდე, ახლო, მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ.

ფოტო/ვიდეო: ცეკვა ქარიან სანაპიროზე და ვნებათაღელვა ტალღებში – ჯენიფერ ენისტონის ექს-მეუღლე, ჯასტინ ტერუ ფარულად დაქორწინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები