LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდესაც მარიამმა ოპერაციის შემდეგ პირველად გადაიკისკისა“ – რა კადრებს ავრცელებს დავით ოქროპილაშვილი

258
დავით ოქროპილაშვილი

ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი [დანტესი] სოციალურ ქსელში გამომწერებსა და 16 წლის მარიამ კოხრეიძის გულშემატკივრებს თურქეთიდან მორიგ კადრებს უზიარებს.

როგორც დავით ოქროპილაშვილი წერს, აღნიშნული ვიდეო 24 მარტს, მაშინ არის გადაღებული, როდესაც მარიამმა, სახეზე გაკეთებული უმნიშვნელოვანესი ოპერაციის შემდეგ, პირველად გადაიკისკისა.

ვიდეო: „მარიამმა მისი „ახალი სახე“ დაინახა…და აი ის რასაც ყველა ველოდებოდით. მისი ემოციები ამ ყველაფერზე“ – დავით ოქროპილაშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

„მომენტი, როდესაც მარიამმა ოპერაციის შემდეგ პირველად გადაიკისკისა. 24 მარტის ვიდეო, ოპერაციიდან მეოთხე დღე“, – წერს დავით ოქროპილაშვილი ვიდეოს აღწერაში.

მომენტი როდესაც მარიამმა ოპერაციის შემდეგ პირველად გადაიკისკისა 🥰🥰🥰 24 მარტის ვიდეო ოპერაციიდან მეოთხე დღე ❤️❤️❤️

Posted by Dantesi Photography on ხუთშაბათი, 27 მარტი, 2025

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებამ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოებიდან სასიხარულო ამბავი შეიტყო – 16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ყბის განვითარების სერიოზული პრობლემები ჰქონდა და საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა უჭირ­და, სტამბოლში, თურქმა ექიმმა, ალთან ვაროლმა ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა – მა­რი­ამს ორი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, მას ყბა გა­უხ­სნეს და პრო­თე­ზე­ბი გა­უ­კე­თეს.

მარიამი ფართო საზოგადოებამ თავდაპირველად ფოტოგრაფ დავით ოქროპილაშვილის [დანტესის] მიერ გავრცელებული ვიდეოებიდან გაიცნო. სწორედ დავით ოქროპილაშვილის დახმარებით და მის მიერ მოქალაქეების მობილიზების მეშვეობით გაემგზავრა მარიამი ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში.

„მაბედნიერებს ის, რომ ბავშვებს თუნდაც მცირედით ვუმსუბუქებ მდგომარეობას უცხო მიწაზე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში… 12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა“ – ვინ არის მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება

ვიდეო: „კიდევ ერთი უმაგრესი ამბავი მარიამის ცხოვრებაში. მარიამი „ბაუს უნივერსიტეტში“ უფასოდ ისწავლის ბათუმის ფილიალში“ – დავით ოქროპილაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g