LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ბიჭი მაგარია: ნიკა ბასილაშვილს ზაზა და ფეხბურთელები ულოცავენ

61

ნიკა ბასილაშვილმა ძალიან მაგარი რამ გააკეთა – ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. თან ჩვენიანმა ფინალში შეიძლება ითქვას ლეგენდარულ არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს აჯობა.
ნიკამ მეტოქე ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა. ბასილაშვილმა 500 სარეიტინგო ქულა და დაახლოებით 750 ათასი დოლარი გამოიმუშავა. სასიხარულოა ისიც, რომ ნიკა რეიტინგში უკვე 23-ე პოზიციაზე, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია.

ნიკას გამარჯვება უამრავმა ადამიანმა და რიგითმა გულშემატკივარმა მიულოცა სოცქსელებში. გამონაკლისები არც საქართელოს ნაკრების ფეხბურთელები არიან. მათაც აღნიშნეს ქართველი ჩოგბურთელის წარმატება და საჯაროდ მიულოცეს:

ვაკო ყაზაიშვილი

 

გურამ კაშია

ვაკო გვილია

 

ნიკას გამარჯვებას ზაზა ფაჩულიაც გამოეხმაურა:
“ჩემი ბიჭი ძალიან მაგარ ფორმაშია. განაგრძე დომინანტობა, ნიკოლოზ!” – დაწერა ზაზამ Facebook-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები