საჭე, მუხრუჭები და სავარაუდოდ, მექანიკურ გადაცემათა კოლოფი Porsche-ს მოდელების უცვლელი ატრიბუტები იქნება. კომპანია მათზე უარის თქმას იმ შემთხვევაშიც არ გეგმავს, თუკი ავტონომიური ტექნოლოგიები ბევრად უფრო დახვეწილი გახდება. გერმანული ავტომწარმოებლის წარმომადგენელთა აზრით, ეს სისტემები დიდ აუცილებლობას წარმოადგენს და გარკვეულ შემთხვევებში მათ გარეშე ყოფნა წარმოუდგენელიც კია. პორშეს სურს, რომ მის კლიენტებს ავტომობილზე ზეგავლენის მოხდენა დამოუკიდებლადაც შეეძლოთ და მხოლოდ ავტოპილოტზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. ბუნებრივია, ბრენდის მომავალი თაობები ავტონომიური მართვით იქნება უზრუნველყოფილი, მაგალითად ისეთით როგორიც აქვს Audi-ს, რომელიც ასევე Volkswagen Group-ის შემადგენლობაშია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას რომ ავტომობილის მფლობელს სურვილის შემთხვევაში საჭის მართვა თავად არ შეეძლება და მხოლოდ ელექტრონიკაზე იქნება დამოკიდებული.
