ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული ბრიტანული გამოცემის The Independent ჟურნალისტს მასპინძლობს.
შონ მოლტონს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. მაია ომიაძემ სტუმარს დედაქალაქის ისტორიული უბნები გააცნო. ბრიტანელმა ჟურნალისტმა თბილისის მუზეუმები, ისტორიული ძეგლები და კულტურულად საინტერესო ადგილები მოინახულა.

„თბილისი მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურით, სტილითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქალაქის თითოეული ნაწილი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ძალიან მომეწონა ისტორიული ბაზარი, რომელიც ამჟამად მიწისქვეშ მდებარეობს. რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ლონდონიდან პირდაპირი ფრენები ტურისტებს თბილისში მოხვედრას უფრო გაუმარტივებს. ვფიქრობ, დიდ ბრიტანეთს საქართველოდანაც ბევრი ეწვევა“, – აცხადებს შონ მოლტონი.
აღსანიშნავია, რომ შონ მოლტონი The Independent-ისთვის British Airways-ის მიერ დაწყებული რეგულარული ფრენების, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და თბილისის შესახებ სტატიას ამზადებს.