LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1574
მიხეილ ცაგარელი

კარგი დღეა ზედმეტი ნივთების და უსარგებლო ურთიერთობისგან გათავისუფლებისთვის.

მოუსმინეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, ყელ-ყურის და ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ცხარე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან. მოერიდეთ ინტიმურ კავშირებს, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობა.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები