პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება.
მათივე ცნობით, გადაიდო პარტიაში 12:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგიც.
გურამ მაჭარაშვილი: „გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე, „ვუია“ – მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა უშველის“
ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს არის დაბარებული.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ, 12:00 საათზე ელოდებიან.