ევროკავშირში საათობრივი ანაზღაურების საშუალო ღირებულება 5%-ით გაიზარდა. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატი“ ავრცელებს.
სააგენტოს გამოთვლით, მთლიანობაში ევროპაში შრომის საათობრივი ანაზღაურება 33,5 ევროს შეადგენს, ევროზონის ქვეყნებში – 34,1 ევროს.
ყველაზე მეტს დამსაქმებლები ლუქსემბურგში იხდიან (საათში 55,2 ევროს), შემდეგია დანია (50,1 ევრო) და ბელგია (48,2 ევრო). ამასთან, ყველაზე დაბალი შემოსავალი ბულგარეთში (10,6 ევრო), რუმინეთში (12,5 ევრო) და უნგრეთში (14,1 ევრო) აქვთ.
მატება შეინიშნება ხორვატიაში (+14,2%), ლატვიაში (+12,1%), ლიეტუვაში (+10,8%). ხოლო ჩეხეთში (+1,3%), ფინეთში (+1,8%) და ლუქსემბურგში (+2,1%) ნამატი შედარებით მოკრძალებული იყო.
შრომის ანაზღაურება სხვადასხვა სფეროშიც განსხვავებულია. წარმოებაში საათობრივი ანაზღაურება საშუალოდ 33,9 ევროა ევროპაში და 39,8 ევრო ევროზონაში. მშენებლობაში – 30,0 ევრო და 33,4 ევრო, ხოლო მომსახურების სფეროში – 33,3 ევრო და 36,4 ევრო.