LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen საომარი ტექნიკის გამოშვებას იწყებს, რათა კრიზისს თავი დააღწიოს

112
Screenshot 2025-04-14 172136

Volkswagen მზადაა საომარი ტექნიკა გამოუშვას, რათა კრიზისს როგორმე თავი დააღწიოს. კომპანიის გენდირექტორმა ოლივერ ბლიუმემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონცერნი ასეთი თემებისთვის პრინციპულად ღიაა. ტოპ-მენეჯერმა დააზუსტა, რომ სამხედრო ტექნიკის წარმოების თემა ყურადღებით იქნება შესწავლილი. Volkswagen-ი სამხედროების მომარაგებას კრიზისიდან ამოსასვლელად დაიწყებს, ყოველ შემთხვევაში ეს ბევრ სხვა გამოსავალს შორის ერთ-ერთი ვარიანტი იქნება.

მანამდე კი მწარმოებელი მკაცრი ეკონომიის გზას ადგას: წარმოების გეგმები მცირდება, სამუშაო ადგილებიც იკლებს. თუმცა, ყველა ქარხანა როდი დაიკეტება. აქტუალური მოდელების ცხოვრებისეული ციკლი 2026-2027 წლამდეა გაწერილი და მათი შთამომავლების შესახებაც არაფერია ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები