LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს მიმართავს მოქალაქეებს, რომლებმაც ელექტრონული ფოსტით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს – „მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში, ის არ არის გაგზავნილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან“

148
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მიმართავს მოქალაქეებს, რომლებმაც, უწყების ცნობით, ელექტრონული ფოსტით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნული შეტყობინებები არ არის გაგზავნილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, მოქალაქეების მხრიდან არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა.

ზარის ინიციატორები მიუთითებენ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.

მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი და მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.

ასევე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში და საპატრულო პოლიციის ერთიანი…

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ხუთშაბათი, 17 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g