ჟურნალისტი ვიკა ბუკია ანკა სტურუას ბავშვების ფოტოს გვიზიარებს და წერს, რომ ბოლო დღეების სულ ანკაზე და მის ბავშვებზე ფიქრობს.
„ანკა სტურუაზე ფიქრი არ ამომდის თავიდან. არ ვიცი ამაზე დიდი უსამართლობა. ცქრიალა ანკა, ცალკე მასზე ვფიქრობ, ცალკე მის ბავშვებზე. სულ ის ვიდეოა თვალებში, მეგობრები რომ აცილებენ და ტირის გულაჩუყებული. მე სულ პატარა მახსოვს დუბლიორიდან, იმ წითელ მაიკაში ❤ მშვიდობით, ძვირფასო ანკა ❤“, – წერს ვიკა ბუკია.