LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის ბიზნეს მომხმარებლად დარეგისტრირება ბიზნეს მობაილბანკით უკვე 90 წამშია შესაძლებელი

627
თიბისი

თიბისის ბიზნეს მომხმარებლად რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა.

დღეიდან ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები ციფრულად 90 წამში გახდნენ და ამისათვის ფილიალში მისვლა და დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარ არის.

ბიზნესები ციფრულად შეძლებენ გადმოწერონ ბიზნეს მობაილბანკი, გაიარონ რეგისტრაცია პირადობის მოწმობის გარეშე, გახსნან ანგარიში და მიიღონ მათი ბიზნესისთვის საჭირო ყველა ფინანსური მომსახურება ისე, რომ  დამატებით ფილიალში ვიზიტი არ დასჭირდეთ.

ამასთანავე, თიბისის და ვიზას ერთობლივი ინიციატივით, ბიზნესები, რომლებიც ციფრულად დარეგისტრირდებიან თიბისის ბიზნეს მობაილბანკში, 1 წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ ვიზას სტარტაპ ნაკრებით.

ბიზნეს მობაილბანკის გადმოწერა შესაძლებელია ბმულზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g