„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით შესრულდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
კახა კალაძე: „ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი“
„ევროინტეგრაციის პროცესი გამოიყენება შიდა დაძაბულობისთვის, რადიკალური ჯგუფების გამოღვიძებისა და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის“ – თქვა კახა კალაძემ.
მისი თქმით, „არ შეიძლება, თავისუფალი გადაადგილება ქართველი ხალხის შანტაჟის საფუძველი გახდეს“:
„ამ თვალსაზრისით მუშაობა ყოველდღიურად მიდის, ეს იქნება პარლამენტში თუ მთავრობაში. „ქართული ოცნების” მხრიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ. არავის მოვუწოდებთ, რომ თითი დაგვიქნიონ, რაღაცით დაგვემუქრონ და დაგვაშანტაჟონ. არ შეიძლება, თავისუფალი გადაადგილება ქართველი ხალხის შანტაჟის საფუძველი გახდეს – როცა სასწორის ერთ პინაზე დევს მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე პინაზე ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და იმისგან თავისუფლება, რომ ვინმემ აქ დავალება მოგვცეს და ქართველებს თითები გაგვიტკაცუნოს, ეს არის შანტაჟის მცდელობა. ჩვენი მხრიდან ნაკისრ ვალდებულებებს შევასრულებთ და მყარად დგომით, ღირსებით ყველაფერს ვიზამთ, რომ რაც ქართველი ხალხის ინტერესშია, გაკეთდეს. რაც არ უნდა თითი გვიქნიონ და გვაშანტაჟონ, ყოველთვის კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ“, – განაცხადა გორდულაძემ.
„ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია“ – არასამთავრობო ორგანიზაციები
ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.