LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ექიმთან ვიყავით, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება სიტყვები, რაც ექიმმა მითხრა „არ გეყოლებათ შვილი, აზრი არ აქვსო“… არ დავნებებულვართ… საბოლოოდ გზა მაინც უფალთან მიდის“ – 5 წელი შვილის მოლოდინში, წაჩხურობის სასწაული და ახალგაზრდა წყვილის ახდენილი ოცნება

397
წაჩხურობის მთავარანგელოზის ეკლესია

წაჩხურობის დღესასწაულს წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარში საქართველოს ყველა კუთხიდან უშვილო წყვილები იკრიბებიან. მათ თან აკვნები და თოჯინები მიაქვთ, ამ ფორმით ისინი ღმერთს შვილიერებას ევედრებიან.

გადაცემა „შუადღე“ საზოგადოებას ახალგაზრდა წყვილის, სალოს და ნიკას ისტორიას უზიარებს.

წყვილი, რომელიც 5 წელი შვილის მოლოდინში იყო, ოცნება აუხდათ, რომელსაც წაჩხურობის სასწაულით ხსნიან.

წყვილი ამბობს, რომ ექიმებმა უთხრეს, რომ შვილი არასოდეს ეყოლებოდათ და რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა – ახლა კი წყვილს ორი შვილი ჰყავს.

სალოს და ნიკა ამბობენ რომ საბოლოოდ გზა მაინც ღმერთისკენ მიდის:

ინტერნეტ სივრცეში ცნობილ წყვილს 7 წლიანი ლოდინის შემდეგ ნანატრი ვაჟი შეეძინა

ყველას გახსოვთ ეს ლამაზი წყვილი წაჩხურუდან, დღეს გავიგე ყველასთვის სასიხარულო ამბავი, 7 წლის შემდეგ ღვთის წყალობით შეეძინათ ნანატრი ვაჟკაცი

„მთელ საქართველოში თითქმის ყველა ექიმთან ვიყავით, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება სიტყვები, რაც ექიმმა მითხრა, „არ გეყოლებათ შვილი, აზრი არ აქვსო“

არ დავნებებულვართ, უკან არ დავიხიეთ, მკურნალობა, ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ საბოლოოდ გზა მაინც უფალთან მიდის…

ეს იყო მერვე საოცრება ჩვენთვის, ყველა რომ ჩვენ შემოგვყურებდა და უშვილოები რომ ვიყავით და თითოეული მათგანისთვის ძალიან დიდი მედიოს ნაპერწკალი აღმოვჩნდით“ – ამბობს წყვილი.

ცნობისთვის, წაჩხურობის დღესასწაულზე ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის, მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან. 

🥹👼🏻 💕 5 წელი შვილის მოლოდინში და 5 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება

🥹👼🏻 💕 5 წელი შვილის მოლოდინში და 5 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება 💬 “ერთმა ექიმმა ისიც გვითხრა რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა ჩვენს მკურნალობას… თუმცა, ამ 5 წელში არც ერთი დღე იმედი არ დაგვიკარგავს" წაჩხურობის სასწაული 👉🏻 სალოს და ნიკას ისტორია, თეო ცუცქირიძის სიუჟეტში

Posted by შუადღე • Shuadge on ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g