გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზში მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვაგიფ სეიდბეიოვთან.
შეხვედრაზე, მერმა ყურადღება გაამახვილა ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. საუბარი ასევე შეეხო იმ საკითხებს, რომლებიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას ეხება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ლევან ხმალაძე, ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, სამირ ხიალოვი, ვუგარ მამედოვი, მერის მრჩეველი ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის საკითხებში, დუნიამალ გაჯიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლები.