LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა იწყება – მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

547
საქართველოს ბანკი

სამშენებლო მასალების მასშტაბური, საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build, 25-27 აპრილს, თბილისში, „ექსპო ჯორჯიის“ პავილიონებსა (4, 5, 6, 11) და გარე სივრცეში ტარდება. ის უკვე 30-ედ იმართება და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ბაზრის სიახლეებს, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო თემატურ ღონისძიებებში და გაიცნონ თანამოაზრეები.

ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

Caucasus Build საინტერესოა იმ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორში მუშაობენ. გამოფენა აერთიანებს დეველოპერებს, ინტერიერის/ექსტერიერის მასალების ან ჭკვიანი სახლის მოწყობილობების მწარმოებლებს. ასევე, საინჟინრო და არქიტექტურულ სერვისების თუ სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების მიმწოდებლებს.

გამოფენა მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და კონფერენციებს, სადაც დეველოპერები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებენ.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ტექნიკური ვორქშოპიც – ინტერაქციულ სივრცეში მონაწილე კომპანიები გამართავენ პრაქტიკულ დემონსტრაციებსა და ტრენინგებს მასალების ადგილზე დატესტვით, მათი გამძლეობისა თუ ხარისხის შემოწმებით. ვორქშოპი შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნახოს სხვადასხვა სამშენებლო თუ სარემონტო მასალის რეალური შესაძლებლობები, ამასთან, ჩაერთოს გათამაშებებში და მოიგოს პრიზები.

გამოფენის შესახებ დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის – იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g