LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის მარტში საქართველოში 63 მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის სესხი გაიცა

106
სესხი

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშების თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2025 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 1.33%-ით გაიზარდა და მარტის ბოლოს 63.41 მილიარდი ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 492 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 340 მლნ ლარით გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის, 2025 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.72 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.02%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 18.22 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.87%-ით მეტი) მოცულობის სესხი.

2025 წლის მარტის განმავლობაში 1.26%-ით, ანუ 402.88 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 32.46 მილიარდი ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g