გერმანიის ყველაზე მსხვილმა ონლაინ სამოგზაურო გამოცემამ Travelbook სოციალურ ქსელებში – Facebook-სა და Instagram-ზე საკუთარ გამომწერებს შორის სამოგზაუროდ ყველაზე მომხიბვლელი ევროპული დედაქალაქის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხვაში 200 ათასზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვის საფუძველზე შედგა რეიტინგი, რომელშიც საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა.
Travelbook-ის რეიტინგი ასე გამოიყურება:
- რომი, იტალია
- ვენა, ავსტრია
- ლისაბონი, პორტუგალია
- პარიზი, საფრანგეთი
- პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
- სტოკჰოლმი, შვედეთი
- კოპენჰაგენი, დანია
- ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
- ამსტერდამი, ნიდერლანდები
- ტალინი, ესტონეთი
- ვალეტა, მალტა
- მადრიდი, ესპანეთი
- ათენი, საბერძნეთი
- თბილისი, საქართველო