„სიცრუის დეტექტორში“ ოთო ბაზერაშვილმა უპასუხა კითხვა, აასრულა თუ არა დედის ოცნება, რომელსაც მომღერლობა უნდოდა:
„დიახ… დედის ოცნება მე ავასრულე. დედას უნდოდა მომღერლობა, მაგრამ ჯარისქალი გახდა. სანამ მომღერალი გავხდებოდი, ლექსების თქმით გავხდი პოპულარული. დედას ერთ დღეს „იუთუბით“ ნასწავლი „დაიგვიანეს“ წავუმღერე, გაგიჟდა ჩემი ნიჭით, მაშინ ექვსი წლის ვიყავი. დედამ შემიყვანა „მზიურში“. როცა კონკურსზე გამოვედი, საერთოდ არ მქონდა იმედი, რომ ხალხი ასე გამიცნობდა, მაგრამ ბედი მაინც ვცადე. ამიყვანეს ათეულში და მას მერე დედაჩემს სახეზე ღიმილი არ მოშორებია. ამით ვარ ძალიან ბედნიერი… მამასაც არ შორდება სახეზე ღიმილი, როცა ჩემს სიმღერას უსმენს…“