LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილის რძალი: „კადრი რომ განახათ, როგორ არის მიწებებული ნატო ნინაზე… თავისი ურთიერთობა აქვთ….“

133
page

ნატო გელაშვილის რძალი, ანეტა ნიკურაძე, რომელიც ახლახან მეორედ გახდა დედა, დედამთილს ძალიან ემადლიერება. ის fortuna.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ნატოსა და მისი შვილიშვილების ურთიერთობა ცალკე ამბავია, განსაკუთრებით კი ახლად შეძენილ ნინასთან. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ეს არის მართლა ცალკე ამბავი. ნატოს სულ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ ბიჭები ვიცი და გოგოები არაო… რადგან თავად ბიჭების დედაა… მაგრამ ახლა, კადრი რომ განახათ, როგორ არის მიწებებული ნატო ნინაზე… თავისი ურთიერთობა აქვთ. ლუკას საკუთარი ადგილი აქვს ნატოსთვის, მაგრამ ნინამ სხვა სიყვარული შემოიტანა ოჯახში… ყოველდღიურობაში ნატო ძალიან მეხმარება, ჰარმონიული დამოკიდებულება სუფევს ჩვენს ურთიერთობაში, რაც დამერწმუნებით, დიდი კომფორტია…“

ანეტა ნიკურაძე: „ვერ დავმალავ, რომ ორი შვილის მოვლა საკმაოდ რთულია, მაგრამ მე და გიორგი ერთი გადახედვით ვხვდებით, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს… ნატოს და ნინას ამბავი ცალკეა, ნინამ ოჯახში სხვა სიყვარული შემოიტანა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g